1.პროექტის სახელწოდება:
მე მიყვარს მათემატიკა
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები ყოველდღიურ ცხოვრებაში დაინახავენ მათემატიკის საჭიროებას;
3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეების უმრავლესობას უჩნდება კითხვა: რაში გვჭირდება მათემატიკა?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩატარდება მოსწავლეების მიერ კვლევა.
4. პროექტის მიზნები:
მათ. VI.5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა.
მათ. VI.6. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება.
5. მონაწილეთა ასაკი: VI კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები კვლევის პროცესში დარწმუნდებიან მათემატიკის საჭიროებაში(დათვლა, გაზომვა;გამოთვლა)
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პასტა, რვეული, კომპიუტერი, (მშობლები). ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები დაიყოფიან 4 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი აირჩევს კვლევის ჩასატარებელ ობიექტს;
I ჯგუფი - მაღაზია;
- კვლევის ჩასატარებლად შერჩეულია მაღაზია ,რომელშიც გამოცხადებულია შაბათს და კვირას 20%-იანი ფასდაკლება. მოსწავლეები გამოიანგარიშებებ მოცემულ პროდუქტებზე რამდენი ლარის ეკონომია შეიძლება გაკეთდეს ფასდაკლებით.მონაცემებს წარმოადგენენ ციფრებში, ცხრილის სახით.
- მოსწავლეების მიზანია გამოთვალონ თავისი ოთახის ფართობი და დაადგინონ რამდენი ცალი შპალერი დასჭირდებათ ოთახში გასაკრავად.
II ჯგუფი - ვერის ბაღი;
- ჯგუფის მიზანია:
- გაზომონ მიახლოვებით ვერის ბაგის ფართობი;
- დათვალონ ერთ კვადრატულ მეტრზე რამდენი ნერგის დარგვა შეიძლება;(გადაიგებენ ადგილზე ფოტოებს).
- გამოითვალონ რამდენი ნერგია საჭირო ბაღის მთელ ფართობზე(მიახლოვებით). მონაცემებს წარმოადგენენ სლაიდშოუს სახით. )
2. კვლევის ჩასატარებლად შერჩეულია მაღაზია ,რომელშიც გამოცხადებულია შაბათს და კვირას 50%-იანი ფასდაკლება. მოსწავლეები გამოიანგარიშებებ მოცემულ პროდუქტებზე რამდენი ლარის ეკონომია შეიძლება გაკეთდეს ფასდაკლებით.მონაცემებს წარმოადგენენ ციფრებში, ცხრილის სახით.
III ჯგუფი - ავტოფარეხი ;
- მოსწავლეები ეზოში შეარჩევენ ავტოფარეხისთვის ტერიტორიას,პირობითად; ჩაატარებენ საჭირო აზომვით სამუშაოებს, გაოიანგარიშებენ რამდენი ცალი სამშენებლო მასალაა (ბლოკი) საჭირო.
2.კვლევის ჩასატარებლად შერჩეულია მაღაზია ,რომელშიც გამოცხადებულია შაბათს და კვირას 60%-იანი ფასდაკლება მზა საკვებზე. მოსწავლეები გამოიანგარიშებებ მოცემულ პროდუქტებზე რამდენი ლარის ეკონომია შეიძლება გაკეთდეს ფასდაკლებით.მონაცემებს წარმოადგენენ ციფრებში, ცხრილის სახით.
IV ჯგუფი - მეტრო.
- ჯგუფის წევრები დაკვირვებას აწარმოებენ მოსწავლეებსა და უფროსებზე,რომელი უფრო ხშირად სარგებლობს მეტროს მომსახურებითდა ამ მონაცემებს ასახავენ პროცენტებში. ისინი აკეთებენ რაოდენობრივ აღწერას, გამოიანგარიშებენ და დააჯამებენ ოთხი დღის მონაცემებს.
- კვლევის ჩასატარებლად შერჩეულია მაღაზია ,რომელშიც გამოცხადებულია შაბათს და კვირას 70%-იანი ფასდაკლება. მოსწავლეები გამოიანგარიშებებ მოცემულ პროდუქტებზე რამდენი ლარის ეკონომია შეიძლება გაკეთდეს ფასდაკლებით.მონაცემებს წარმოადგენენ ციფრებში, ცხრილის სახით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა.
მათ. VI.6. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ანა საგინაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: saginashviliani@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://anasagina.blogspot.com/